ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მისი სიკვდილის შემთხვევაში ძალაუფლების გადაცემას ითვალისწინებს
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მისი გარდაცვალების შემთხვევაში ძალაუფლების უშიშროების საბჭოსთვის გადაცემას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა TUT.by იუწყება.
დოკუმენტის თანახმად, მკვლელობის მცდელობის, ტერორისტული აქტის, გარე აგრესიის ან სხვა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, ყველა სახელმწიფო ორგანო და მათი თანამდებობის პირები უშიშროების საბჭოს დაემორჩილებიან. საბჭო სხდომებს კი პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.
ამავდროულად, ქვეყნის მეთაურის მკვლელობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ საგანგებო ან საომარი მდგომარეობა გამოცხადდება, ხოლო ღონისძიებების ჩამონათვალს უშიშროების საბჭო დაადგენს. საბჭოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა ყველასთვის და ექვემდებარება უპირობო შესრულებას.
არჩევნების ჩატარების საკითხს ასევე უშიშროების საბჭო გადაწყვეტს.
სიახლეები
- დაჭერა, ჩხრეკა, მილიონების ჩამორთმევა - "ოცნება" ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ
- “ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოში რევოლუციების მხარდაჭერა, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც, უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე” - ირაკლი კობახიძე
- “ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, ეს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ქართული საზოგადოების წინაშე” - ირაკლი კობახიძე
- “არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ქართველი ხალხიც მკვეთრად პროდასავლურია” - პრემიერი
- “რა თქვა რეალურად სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ და როგორ შეცვალეს ინტერვიუს შინაარსი დეზინფორმაციის გასავრცელებლად ჯინ შაჰინმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ” - რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის ტყუილზე დაფუძნებული წერილი
