აშშ-ში COVID-19-თან დაკავშირებული ვითარება გაუარესდება - ბაიდენი
აშშ-ში კორონავირუსის "დელტა" შტამის გავრცელებით გამოწვეული ახალი ტალღის გამო ვითარება უახლოეს მომავალში გაუარესდება.
ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა.
"ეს ვარიანტი ძალიან განსხვავდება იმისგან, რასთანაც მანამდე გვქონდა საქმე. ის ადვილად ვრცელდება და ინფიცირების შემთხვევების ახალ ტალღას იწვევს. ამჟამად მასზე ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 80%-ზე მეტი მოდის", - განაცხადა მან.
ბაიდენმა განმარტა, რომ ახლანდელი ტალღა წინამორბედისგან იმით განსხვავდება, რომ ამჟამად "არსებობს ყველა საშუალება, რომლის დახმარებით ინფიცირების რიცხვის ზრდის პრევენციაა შესაძლებელი.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პირველ რიგში, ეს ვაქცინაციაა.
"ყველაფერი ძალიან მარტივია - ვაქცინები. მინდა განსაკუთრებით მკაფიოდ ვთქვა, ის რაც ახლა ქვეყანაში ხდება, არავაქცინირებულთა პანდემიაა", - განაცხადა ბაიდენმა.
სიახლეები
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე
