დედამიწის ბრუნვა აჩქარდა
მეცნიერების განცხადებით, დედამიწა ბოლო დროს უფრო ჩქარა ბრუნავს, ვიდრე ეს აქამდე დაფიქსირებულა.
მათი თქმით, დედამიწის ბრუნვა იმდენად აჩქარებულია, რომ შეიძლება წლიდან წამის ამოკლება მოგვიწიოს.
დედამიწის ღერძის გარშემო ერთი ბრუნვა, ანუ დღისა და ღამის ციკლი უდრის 24 საათს, უფრო რომ დავწვრილმანდეთ 86 400 წამს.
ჩვენი პლანეტის აჩქარებულმა ბრუნვამ შეიძლება ეს ერთი შეხედვით სტაბილური მოცემულობა შეცვალოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიძლება დღე-ღამის 24 საათი შემცირდეს და პირველად დაგვჭირდეს წლის დროიდან წამის მოჭრა, რადგან დედამიწა უფრო სწრაფად ტრიალებს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2021 წელი შეიძლება უმოკლესი აღმოჩნდეს ათწლეულების განმავლობაში. ამან კი თანამედროვე ტექნოლოგიების ზუსტ მუშაობაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს. ამიტომაც ისინი მოგვიწოდებენ დროის საზომი ატომურ სინქრონიზებულ საათებზე გადავიყვანოთ.
პლანეტის ბრუნვის აჩქარების ზუსტი მიზეზები მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ, თუმცა შესაძლოა მისი გამომწვევი გლობალური დათბობაც იყოს, რადგან გამდნარი მყინვარები და აისბერგები დედამიწის მასის გადანაწილებას არღვევს.
სიახლეები
- გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა, 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს
- რუსეთში „მტრის დრონებთან“ საბრძოლველად რეზერვისტებს აგროვებენ
- ტენერიფეს კუნძულზე ძლიერი შტორმის შედეგად ტურისტები დაიღუპნენ
- 2025 წლის 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს 345 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- “ევროპა აღარ მალავს, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხე რეალურია, უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, იარაღის მიწოდება საკმაოდ პრობლემატური გახდა” – ვოლსკი
