როგორ უნდა ვებრძოლოთ ევროპაში კრემლის მიერ შექმნილ კრიზისს

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის 30 დეკემბერს მომხდარი სატელეფონო საუბრის შემდეგ ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა „ატლანტიურმა საბჭომ“ (Atlantic council) გამოაქვეყნა ოცდაოთხი ავტორიტეტული ექსპერტის ღია წერილი სათაურით „როგორ უნდა ვებრძოლოთ ევროპაში კრემლის მიერ შექმნილ კრიზისს“, რომელშიც ავტორები მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს მკაცრად გასცეს პასუხი მოსკოვის პრეტენზიულ მოთხოვნებს.

როგორც ცნობილია, მოსკოვი ნატოს ბრალს სდებს იმაში, რომ თითქოსდა ალიანსი რუსეთს ემუქრება, თუმცა პირიქით ხდება - კრემლი თვითონ ემზადება უკრაინასთან ომისთვის, - წერენ ექსპერტები. ამიტომ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შემდეგნაირად უნდა იმოქმედოს:

 

- უნდა შეუთანხმოს თავის ევროპელ მოკავშირეებს სერიოზული სანქციები იმ შემთხვევისათვის, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას დაიწყებს, თანაც არ აქვს მნიშვნელობა - როგორ, რა ფორმით და რა მასშტაბით. გააცნოს რუსეთს ამ სანქციების ჩამონათვალი და მისცეს კრემლს დრო გასაცნობიერებლად;

 

- უნდა გაზარდოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, დამატებით უზრუნველყოს უკრაინის არმია ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებით („ჯაველინებით“), გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით („სტინგერებით“) და ანტირაკეტული რადარების სისტემით (Q36); შეერთებულმა შტატებმა უნდა დაარწმუნოს თავისი ევროპელი მოკავშირეები იმაში, რომ უკრაინის არმიას იარაღით ისინიც უნდა დაეხმარონ ;

 

- უნდა დაიწყოს ძალების თავმოყრა ნატოს აღმოსავლეთის ფლანგზე და განუმარტოს რუსეთს, რომ ეს პროცესი დაჩქარდება ან შეჩერდება კრემლის ქცევის შესაბამისად;

 

- უნდა გადავიდეს შეტევაზე „განცხადებების ომში“ და შეეცადოს რუსეთის მოქმედების დაგმობას „დიდი შვიდეულის“, ეუთოსა და, სავარაუდოდ, გაეროს მხრიდან; ამასთანავე, უნდა გამოხატოს მზადყოფნაც მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ ისეთი დღის წესრიგით, სადაც ნატოსა და სხვა ქვეყნების პრეტენზიები იქნება რუსეთის მიმართ.

 

წერილზე ხელმომწერთა შორის არიან ცნობილი ექსპერტები, ამერიკული დიპლომატიის ვეტერანები, სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი მაღალჩინოსნების, რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩების ჩათვლით, აგრეთვე გადამდგარი მაღალი სამხედრო წოდების მქონე პირები, მათ შორის - სტივენ ბლანკი, ფილიპ ბრიდლავი, დენიერ ფრიდი, ფრენსის ფუკუიამა, ჯონ ჰერბსტი, ბენ ჰოჯესი, მაიკლ მაკფოლი, სტივენ პაიფერი, სთროუბ თელბოტი, უილიამ ტეილორი, ალექსანდრე ვერშბოუ, კურტ ვოლკერი და სხვები.

წყარო

წაკითხვა 370 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 03 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.