აღმოჩენილია ეგზომთვარე, რომელზეც შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს
ასტრონომებმა მზის სისტემის გარეთ კიდევ ერთი შესაძლო ეგზომთვარე აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Scientific American ავრცელებს.
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით ახალი ციური სხეული დააფიქსირა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ეგზომთვარეს Kepler-1708 b-i უწოდეს. იგი პლანეტა Kepler-1708 b-ის სისტემაში მდებარეობს და მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს.
თავად პლანეტა Kepler-1708 b, რომლის გარშემოც ეგზომთვარე ტრიალებს, იუპიტერის მსგავსია. მთელი სისტემა დედამიწიდან დაახლოებით 5700 სინათლის წლის მანძილით არის დაშორებული.
ეგზომთვარე იმდენად დიდია, რომ მეცნიერები მას სიცოცხლისთვის გამოსადეგად მიიჩნევენ.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
