რუსეთი უკრაინის საზღვართან სხვა სამედიცინო მასალასთან ერთად სისხლის მარაგის მიწოდებასაც ახორციელებს - Reuters
რუსეთი უკრაინის საზღვართან სხვა სამედიცინო მასალასთან ერთად სისხლის მარაგის მიწოდებასაც ახორციელებს, - ინფორმაციას Reuters-ი სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთა ვინაობას არ ასახელებს.
სააგენტო წერს, რომ სისხლის მარაგი, სავარაუდოდ, დაჭრილი ჯარისკაცების სამკურნალოდ იქნება გამოყენებული, რაც მოსკოვის სამხედრო მზადყოფნის კიდევ ერთი მთავარი მანიშნებელია.
„ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ სისხლის მარაგების მობილიზების შესახებ ინფორმაციის გაჟღერება კიდევ ერთ კონტექსტს მატებს შეერთებული შტატების გაფრთხილებას, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს,“- წერს Reuters-ი.
ამასთან, გამოცემა The Wall Street Journal-ი დასავლეთის ქვეყნების თავდაცვის სექტორის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამედიცინო ქვედანაყოფები გაგზავნა დაიწყო, რაც, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის მზადების ბოლო ეტაპი იყოს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
