"რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა? ახლა ვერ დარჩები ნეიტრალური!"
ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, სახელმწიფოსა და კომპანიების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ: ნეიტრალურმა შვეიცარიამ! მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა?- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
მისი შეფასებით, „ამ დროის განმავლობაში უკრაინამ ევროკავშირი ახალ დონეზე გააერთიანა“.
„როცა ევროპარლამენტი იდგა და ტაშს გვიკრავდა ჩვენ, ჩვენს ბრძოლას, ეს იყო ჩვენი ძალისხმევის შეფასება. ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური დაჩქარებული პროცედურა. ჩვენი დიპლომატები და ჩვენი მეგობრები კიდევ უფრო აერთიანებენ მსოფლიოს უკრაინისა და მშვიდობისთვის. ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, სახელმწიფოსა და კომპანიების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ: ნეიტრალურმა შვეიცარიამ! მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა? ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციას უკვე შეუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ეყრდნობოდა ერთი კვირის წინ. ეს არაჩვეულებრივი შედეგია. ახლა ვერ დარჩები ნეიტრალური!“- აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
