"ერთი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის მცდელობის სულ მცირე სამ შემთხვევას გადაურჩა"
უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის მცდელობის სულ მცირე სამ შემთხვევას გადაურჩა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times წერს.
გამოცემის ცნობით, ზელენსკის მოსაკლავად ორი სხვადასხვა დაჯგუფება იყო გაგზავნილი. ერთ-ერთი მათგანი პროკრემლისტური დაჯგუფება „ვაგნერის“ მიერ დაქირავებული მკვლელები, მეორე კი ჩეჩნური სპეცრაზმი იყო. ყოველ ჯერზე ზელენსკის მკვლელობის მცდელობა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის იმ თანამშრომლებმა ჩაშალეს, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან.
„ვაგნერის“ მიერ დაქირავებულმა მკვლელებმა ზელენსკის ლიკვიდაციის მცდელობისას დანაკარგი განიცადეს და გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისინი გაოგნებულები იყვნენ იმით, რამდენად ზუსტად გათვალეს უკრაინელებმა მათი ქმედებები. ასევე შაბათს კიევის მისადგომებთან მოხდა ჩეჩნური სპეცრაზმის ოპერაციის ჩაშლა, უკრაინელებმა მათი ლიკვიდაცია განახორციელეს.
სიახლეები
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ
- რატომ არ ერთვება აქტიურად ოპოზიცია პროტესტში - გაზაფხულის მოლოდინი
- "რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას აპირებს" - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 თებერვლისთვის
- უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
