''უნგრეთი, რუსეთის წინააღმდეგ, ნავთობისა და გაზის შესახებ სანქციებს მხარს არ უჭერს და უკრაინაში, უნგრეთის ტერიტორიის გავლით იარაღის ტრანზიტს არ დაუშვებს'' - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ნავთობისა და გაზის შესახებ სანქციებს მხარს არ უჭერს და ამასთან, უკრაინაში, უნგრეთის ტერიტორიის გავლით იარაღის ტრანზიტს არ დაუშვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ჩვენ არ შეგვიძლია, უნგრელი ხალხი ვაიძულოთ, გადაიხადონ ამ ომის ფასი, ამიტომ ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ, ნავთობსა და ბუნებრივ აირზე სანქციებს არ ვამტკიცებთ", - განაცხადა სიიარტომ, თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყანა, მათი ტერიტორიის გამოყენებას უშვებს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის, მაგრამ უნგრეთი ამას არ გააკეთებს. მინისტრმა განმარტა, რომ ქვეყანა, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
