''უკრაინას მეტი არტილერიით სჭირდება მხარდაჭერა, ეს არის ის, რასაც მრავალ სხვა მხარდაჭერასთან ერთად ჩვენ მათ მივცემთ'' - ბორის ჯონსონი
ეს საარტილერიო კონფლიქტი გახდება, მათ მეტი არტილერიით სჭირდებათ მხარდაჭერა, ეს არის ის, რასაც მრავალ სხვა მხარდაჭერასთან ერთად ჩვენ უკრაინას მივცემთ,
- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯონსონის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა იცოდა, რომ უკრაინაში, დონბასზე შეტევის საფრთხე დადგებოდა.
,,მე დავრწმუნდი დიდი ბრიტანეთის ურყევ გადაწყვეტილებაში, რომელიც ამ პალატაში იყო გაზიარებული, შეუერთდეს ჩვენს მოკავშირეებს და ამ მამაც ხალხს თავის დასაცავად საჭირო იარაღი მიაწოდოს. ეს ახლა კიდევ უფრო სასწრაფოა, რადგან პუტინმა თავისი ძალები გადააჯგუფა და დონბასში ახალი შეტევა დაიწყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს საფრთხე დადგებოდა. ეს საარტილერიო კონფლიქტი გახდება, მათ მეტი არტილერიით სჭირდებათ მხარდაჭერა, ეს არის ის, რასაც მრავალ სხვა მხარდაჭერასთან ერთად ჩვენ მათ მივცემთ", - განაცხადა ჯონსონმა.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
