''მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიაროს ტერორისტ სახელმწიფოდ '' - ვოლოდიმირ ზელენსკი
მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიაროს ტერორისტ სახელმწიფოდ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ იპოვონ თითოეული რუსი სამხედრო, რომელმაც კიევის ოლქში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა და მათ პასუხისგებაში მისცემენ.
„ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთის ყველა სახელმწიფო მოღვაწემ, ვინც მხარს უჭერს ამ სამარცხვინო ომს, მიიღოს ლოგიკური სასანქციო პასუხი დემოკრატიული სამყაროსგან. რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უნდა იქნას აღიარებული, რუსეთის შეიარაღებული ძალები კი, ტერორისტულ ორგანიზაციად.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სულ უფრო უკეთ ესმით, რა და როდის სჭირდება უკრაინას რუსი ოკუპანტებისგან თავის დასაცავად.
„ევროკავშირში სანქციების მეექვსე პაკეტზე მუშაობა მიმდინარეობს. ეს დღეს შარლ მიშელთან განვიხილეთ. მუშაობა იმაზე, რომ რუსეთის სამხედრო მანქანისა და მთლიანად რუსეთის სახელმწიფოსთვის ის ნამდვილად მტკივნეული იყოს. თითოეულ მოლაპარაკებაზე მოვუწოდებ, რომ სანქციები საჭიროა არა როგორც მიზანი, არამედ როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც რუსეთს მშვიდობისკენ უბიძგებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
