დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი - უკრაინის გენერალური შტაბი
არაღიარებულ დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარის ოპერატიული ჯგუფები მოყვანილია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 18:00 საათისთვის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
„მოლდოვას რესპუბლიკის არაღიარებული დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფები მოყვანილია საბრძოლო მზადყოფნაში, ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია გაძლიერებულ სამსახურზე“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთს დნესტრისპირეთის დესტაბილიზაცია სურს და მიუთითებს იმაზე, რომ მოლდოვა „სტუმრებს“ უნდა ელოდოს.
მისი თქმით, თუ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები ხვალ მოლდოვის დედაქალაქს მიადგება.
ამასთან, მოლდოვამ დნესტრისპირეთის რეგიონში აფეთქებების სერიის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 25 მარტს სეპარატისტულ რეგიონში მომხდარი აფეთქებები მიაწერა "დნესტრისპირეთის სხვადასხვა ჯგუფებს შორის შიდა უთანხმოებებს, რომლებსაც სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი აქვთ".
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო
