ჯო ბაიდენი კონგრესს მიმართავს, უკრაინისთვის 33-მილიარდიანი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად გამოიყოს
ახლახანს ხელი მოვაწერე დოკუმენტს კონგრესისთვის პუტინის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის დასახმარებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას ახლა დახმარება სჭირდება და ამ ბრძოლის საფასური არ არის იაფი.
„ჩვენ გვესაჭიროება ეს, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს დაფინანსება იყოს დამტკიცებული და დამტკიცებული ისე სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელი იქნება. ამ ბრძოლის საფასური არ არის იაფი, თუმცა აგრესიისთვის დანებება უფრო ძვირი დაგვიჯდება. ჩვენ თავს არ ვესხმით რუსეთს. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი რუსეთის აგრესიისგან. ზუსტად ისე, როგორც პუტინმა აირჩია ამ სასტიკი შეჭრის დაწყება, მას შეეძლო აერჩია ამ სასტიკი შეჭრის დასრულება“, – განაცხადა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის განცხადებით, 20, 4 მილიარდი დოლარი გათვალისწინებულია სამხედრო და უსაფრთხოებისთვის დახმარებისთვის. 8, 5 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარება უკრაინის მთავრობისა და ხალხისთვის. სამი მილიარდი გამოიყოფა დამატებითი ჰუმანიტარული დახმარებისა და სასურსათო უსაფრთხოების დაფინანსებისთვის და მიზნობრივი დაფინანსებისთვის ეკონომიკური შეფერხებების აღმოსაფხვრელად.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესს უკრაინისთვის 33-მილიარდიანი დახმარების პაკეტის გამოყოფა სთხოვა სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის.
სიახლეები
- ,,დღეს ყველა ყველაფერს გაიგებთ, როგორც კომიტეტების შემადგენლობას, ისე – სხვა საპარლამენტო თანამდებობებს” – შალვა პაპუაშვილი
- ,,ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას” – მაკა ბოჭორიშვილი
- ,,დიდი მადლობა ბატონ პრემიერს განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის" – ანრი ოხანაშვილი
- ,,ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყნებში პარლამენტის პირველ სხდომებზე"- შალვა პაპუაშვილი
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე