''დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი უკრაინაზე არ შეჩერდება'' - ალექსეი დანილოვი
რუსეთი თავისი დამპყრობლური ამბიციებით უკრაინაზე არ გაჩერდება.
ამიტომ, სხვა ქვეყნები უკვე უნდა მოემზადონ პუტინის მოახლოებული თავდასხმისთვის, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა ISLND TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი დასკვნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მორიგი განცხადების შემდეგ გააკეთა.
კერძოდ, დანილოვმა აღნიშნა, რომ საუბარია მოლდოვასა და ყაზახეთზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი უკრაინაზე არ შეჩერდება. კიდევ ბევრი რამ იქნება. ლავროვმა წინა დღეს თქვა, რომ ყაზახები და მოლდოველები ძმები არიან. მოემზადეთ ძმებო ყაზახებო და ძმებო მოლდოველებო“, - განაცხადა დანილოვმა.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
