''აშშ მზად არის რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს'' - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ მზად არის რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, აშშ იზიარებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ.
„მიმდინარე კვირის განმავლობაში მე ვესაუბრები G7-ის წევრებს იმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ ან არ გავაკეთებთ რუსეთთან დაკავშირებით“, - განუცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტს აწესებს, რაც გაერთიანებაში რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას მოიცავს.
ამასთან, ევროკავშირის სანქციების მე-6 რაუნდი აუკრძალავს სამ რუსულ სახელმწიფო მაუწყებელს ევროკავშირის ტერიტორიაზე ეთერში გასვლას.
სანქციების სამიზნე ასევე რუსეთის უდიდესი ბანკი „სბერბანკიც“ გახდა, რომელიც სანქციების მიხედვით, „სვიფტის“ საგადასახადო სისტემიდან გაითიშება.
სიახლეები
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
