პირველ კვარტალში საქართველოში რუსეთის 38 281 მოქალაქე შევიდა - რუსეთის უსაფრთხოების სამსახური
2022 წლის პირველ სამ თვეში რუსეთი თითქმის 4 მილიონმა მოქალაქემ დატოვა, - ამ ინფორმაციას The Guardians -ი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყანა ძირითადად ომის გამო დატოვეს და მათი უმეტესობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ჩავიდა.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში რუსეთის 38 281 მოქალაქე შემოვიდა, რაც თითქმის 5-ჯერ მეტია გასული წლის მონაცემებზე.
სომხეთში 2022 წლის დასაწყისში 44 586 რუსი ჩავიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.
ესტონეთში 125 426 რუსი ჩავიდა, ლატვიაში - 25 568, ლიეტუვაში კი- 48 197.
ტაჯიკეთში 2022 წლის დასაწყისში 40 054 რუსი ჩავიდა, რაც ასევე 5-ჯერ მეტია წინა წლის მონაცემებზე. უზბეკეთში 2022 წლის პირველ 3 თვეში 53 084 რუსი ჩავიდა. 2022 წლის იანვარ-მარტში ყაზახეთში ჩასული რუსების რაოდენობა გაორმაგდა და 204 947-მდე გაიზარდა.
უმნიშვნელოდ გაიზარდა უკრაინაში ჩამსვლელი რუსების რიცხვი - 316 286-დან 328 435-მდე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი