''უკრაინაში ახლა კიდევ ოთხი ბუჩაა, რუსეთის არმია გენოციდით არის დაკავებული'' - ალექსეი არესტოვიჩი
უკრაინაში ახლა კიდევ ოთხი ბუჩაა, რუსეთის არმია უკრაინაში გენოციდით არის დაკავებული,
– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა, ისრაელის მედიაკომპანია „ჩენელ 9“-სთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
არესტოვიჩის თქმით, ბუჩას მსგავსი სისასტიკე ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებზე ხდება.
„ჯერჯერობით საკითხი უკრაინელი ხალხის გადარჩენაზეა, რადგან რუსული არმია აქ წმინდა გენოციდს ეწევა. სხვათა შორის, გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო ამ საქმეს სწორედ რუსეთის გენოციდად განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ – ასე ჰქვია საქმეს და არა სხვანაირად. მასობრივი გაუპატიურებები, ბავშვების, მოხუცების მკვლელობები, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა და ა.შ. ჯერ რომელ „ძმობაზე“ შეიძლება, ვისაუბროთ? თუნდაც ურთიერთობების აღდგენა მოხდეს – ბოლოს და ბოლოს, მეზობლები ვართ – ეს ძალიან შორეული ამბავია. ახლა კი ჩვენი ამოცანაა გადარჩენა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო
