"რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს?"
ბავშვის დაკარგვა იგივეა, თითქოს სულის ნაჭერი ამოგლეჯილი გაქვს. როდის ვაპირებთ, ღვთის სახელით, წინ აღვუდგეთ იარაღის ლობს? - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლიდან გამოსვლისას განაცხადა, რითაც ის ტეხასის სკოლაში მომხდარ სროლად გამოეხმაურა.
„ლამაზი, უდანაშაულო, მეორე, მესამე, მეოთხე კლასელი და რამდენი პატარა ბავშვი, ვინც მომხდარის მომსწრეა, ხედავს, რომ მათი მეგობრები კვდებიან, თითქოს ისინი ბრძოლის ველზე არიან. ძალიან დავიღალე და შევწუხდი. არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია. ასეთი მასობრივი სროლები იშვიათად ხდება მსოფლიოს სხვა ადგილას. რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს? დროა ვიმოქმედოთ,“- აღნიშნა ბაიდენმა.
მედიის ინფორმაციით, ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 18 ბავშვი და ერთი მასწავლებელი დაიღუპა. დაღუპულია 18 წლის ეჭვმიტანილიც. სამართალდამცავების ცნობით, ის AR-15 ტიპის ნახევრად ავტომატური შაშხანით იყო შეიარაღებული.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
