''რუსულ ჯარს შეუძლია შეწყვიტოს ბავშვების მკვლელობა თუ ერთი ადამიანი მოსკოვში უბრალოდ გასცემს ასეთ ბრძანებას''
რუსეთის ჯარს შეუძლია შეაჩეროს მკვლელობები, თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ბრძანებას გასცემს, ასეთი ბრძანების არარსებობა კი მთელ მსოფლიოს ამცირებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსული ძალები მზად არიან გადაწვან ყველაფერი, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესიები.
„სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსული თავდასხმების შედეგად უკვე განადგურდა ან დაზიანდა 113 ტაძარი. მათ შორის არის ძველი ტაძრებიც, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომი გადაიტანეს, მაგრამ ვერ გაუძლეს რუსეთის ოკუპაციას. არის ისეთებიც, რომლებიც 1991 წლის შემდეგ აშენდა. სვიატოჰორსკის ტაძარის აღდგენაც 2001 წელს დაიწყო. ზუსტად 10 ივნისს შესრულდებოდა მშენებლობის დაწყების მორიგი წლისთავი“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, დღეს უკრაინაში პატივი მიაგეს ომის შედეგად დაღუპულ ბავშვებს.
„261 - სწორედ ამდენი უკრაინელი ბავშვი გარდაიცვალა რუსეთის გამო. ეს ოფიციალური რაოდენობაა, რაც უფრო მეტს გავიგებთ მათ შესახებ, ვინ იყო დაკრძალული ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამწუხაროდ, მით მეტი შეიძლება გახდეს სახელების რაოდენობა ამ სიაში. მისი წაკითხვა საშიშია. დაბადების წელი, საცხოვრებელი ადგილი, სიკვდილის გარემოება... ყველა მათგანი ახლა ცოცხალი უნდა იყოს, მხოლოდ ერთი ადამიანი მოსკოვში რომ არ იწვევდეს ამ კატასტროფას. ეს უკვე გამოუსწორებელია. იმიტომ, რომ ეს ომი უკვე მიმდინარეობს,მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მისი საშინელი შედეგების შეჩერება. რუსულ ჯარს შეუძლია შეწყვიტოს ტაძრების გადაწყვა. რუსულ ჯარს შეუძლია შეწყვიტოს ქალაქების განადგურება. რუსულ ჯარს შეუძლია შეწყვიტოს ბავშვების მკვლელობა თუ ერთი ადამიანი მოსკოვში უბრალოდ გასცემს ასეთ ბრძანებას. და ფაქტი, რომ მსგავსი ბრძანება აქამდე არ არის, მთელი მსოფლიოს ცალსახა დამცირებაა. მუდმივი ხსოვნა რუსეთის შემოჭრის შედეგად დაღუპულებს ! მუდმივი დიდება ყველას, ვინც იცავს უკრაინას ! დიდება უკრაინას!“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი