''თქვენ ბევრი გააკეთეთ კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა რეფორმების გატარება'' - ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპული კომისია დასკვნას იმის შესახებ, მიენიჭოს თუ არა უკრაინას კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომავალი კვირის ბოლომდე წარადგენს.
„დღევანდელი დისკუსიები საშუალებას მოგვცემს, დავასრულოთ ჩვენი შეფასება მომავალი კვირის ბოლომდე“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
„თქვენ ბევრი გააკეთეთ კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა რეფორმების გატარება, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლა", - განაცხადა მან.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი