''აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში''
ჩვენი სახელმწიფოსთვის იარაღის გადმოცემის შეფერხება, ნებისმიერი შეზღუდვა რეალურად არის მოწვევა რუსეთისთვის კვლავ დაგვარტყას და დაგვარტყას. ოკუპანტებს - ამ ტერორისტებს - მთელი ძალით უნდა დავარტყათ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს, რომლებიც გერმანიაში სამიტზე შეიკრიბნენ, აქვთ საკმარისი საერთო პოტენციალი, რათა შეაჩერონ რუსული აგრესია უკრაინის და მთლიანად ევროპის წინააღმდეგ.
„მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ ყველაფერს, რასაც ვითხოვთ. დროულად გვჭირდება - იარაღი, ფინანსური მხარდაჭერა და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამ ომში სხვაგვარად არ შეიძლება, რადგან სწორედ აქ - კიევის ცაზე, ოდესასთან მახლობლად ზღვაში, ხარკოვის მიწაზე, დონბასში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში - წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში. აქ, უკრაინაში და არსად სხვაგან“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსული იარაღის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღით.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო
