ბორის ჯონსონი გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს
"ბიბისი" იტყობინება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გადადგება კონსერვატორების ლიდერის პოსტიდან და პრემიერის პოსტზე დარჩება შემოდგომამდე.
"ბიბისის" თანახმად, თავისი გადადგომის შესახებ განცხადებას ჯონსონი დღის განმავლობაში გააკეთებს. მისმა No 10 წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ „პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მიმართ განცხადებას დღეს გააკეთებს“.
ჯონსონის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ იტყობინებოდნენ ბრიტანეთის მედიასაშუალებები: ITV და Sky News, ასევე გაზეთები, The Mirror და The Sun.
PA Media და dpa „დაუნინგ სტრიტის“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებიან ლონდონიდან, რომ ბორის ჯონსონმა კონსერვატორული პარტიის წევრს, თემთა პალატის დეპუტატს, გრემ ბრედის უთხრა, რომ ის თანამდებობიდან გადადგება მზარდი ბრაზის ფონზე, რომელიც გამოიწვია მისმა მიდგომამ პარტიის სხვა წევრის არასწორი მოქცევის გამო ბრალდებების მიმართ.
უფრო ადრე ჯონსონთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა ფაქტობრივად მთელმა კაბინეტმა: თანამდებობიდან გადადგა კაბინეტის 50-ზე მეტი წევრი.
7 ივლისს თანამდებობა დატოვა განათლების მინისტრმა, მიშელ დოულანმა, რომელიც ორი დღის წინ დაინიშნა. 5 ივლისს ჯონსონის მიერ ფინანსთა მინისტრის პოსტზე დანიშნულმა, ნადიმ ზაჰავიმ, პრემიერს 7 ივლისს მოუწოდა, გადადგეს.
ჯონსონი თითქმის სამი წელიწადია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია.
სიახლეები
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
- ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
- 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
