''ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომით დაიღალოს რუსეთი და არა ჩვენ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები''
იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა - ეს არის ჩვენი ნომერ პირველი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთი ბრძოლით დაიღალოს.
„რუსეთის ხელმძღვანელობა მოელის, რომ უკრაინელები, ევროპელები და მთელი მსოფლიო ომისგან დაიღლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიღალოთ არა ჩვენ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, არამედ ჩვენი მტერი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
- ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
- 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
