''ეს არის არა მიყუჩება, არამედ მზადება''
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქის შემდეგ, ქვეყნის სხვა ტერიტორიების გასათავისუფლებლად ემზადებიან. 18 სექტემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ იზიუმი, ბალაკლეა, კუპიანსკი და მთლიანად ხარკოვის ოლქი გაათავისუფლეს და ეს სიტყვები დღეს ყველგან ისმის.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, შესაძლოა, ზოგიერთს ეგონოს, რომ გამარჯვებების მთელი წყების შემდეგ, პროცესი მიყუჩდა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მზადება შემდეგი, ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებისთვის, რომლებიც აუცილებლად უნდა ისმოდეს, რადგან თავისუფალი უნდა იყოს მთელი უკრაინა. ამ კონტექსტში ზელენსკიმ დაასახელა უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში და ყირიმში მდებარე ქალაქები - მარიუპოლი, მელიტოპოლი, ხერსონი, დონეცკი, გორლოვკა, ლუგანსკი, ჯანკოი, ევპატორია და იალტა.
უკრაინის არმიამ სექტემბრის პირველ კვირაში წამოიწყო კონტრშეტევა ხარკოვის ოლქში და რუსეთის ჯარებისგან გაათავისუფლა გაზაფხულიდან ოკუპირებული რაიონები, მათ შორის ქალაქები იზიუმი, ბალაკლეა და კუპიანსკი.
სიახლეები
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
- ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
- 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
