აშშ-ის პრეზიდენტი მარიხუანის შენახვისთვის ნასამართლევ ყველა პირს შეიწყალებს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მარიხუანის შენახვისთვის ნასამართლევ ყველა პირს შეიწყალებს. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„არსებობს ათასობით ადამიანი, ვინც წარსულში ნასამართლევია მარიხუანის შენახვისთვის. შედეგად კი, მათ შეიძლება, უარი ეთქვათ დასაქმებაზე, საცხოვრებელ სახლზე ან განათლებაზე. ჩემი გადაწყვეტილება შეარბილებს ამ ნასამართლეობის შედეგებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა გუბერნატორებს, მიიღონ ანალოგიური გადაწყვეტილება შტატების დონეზეც.
„ისევე როგორც ფედერალურ, ისე შტატის ციხეშიც, არავინ უნდა დარჩეს მხოლოდ მარიხუანის შენახვისთვის“,- აცხადებს ბაიდენი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაავალა ჯანდაცვის მდივანს და გენერალურ პროკურორს დაიწყონ ადმინისტრაციული პროცესი, რათა გადახედონ მარიხუანის სტატუსს ფედერალურ კანონმდებლობაში.
ამჟამად, აშშ-ის კანონით მარიხუანა იმავე ნუსხაში შედის, რომელშიც ასევე არის ჰეროინი.
სიახლეები
- გურული ღვეზელი
- ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებული არიან დედა და ჩვილი
- 13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- “იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის და არა „დიფ სთეითის” სამსახურში, როგორც ამას ყოფილი ელჩები აკეთებდნენ გასული წლების განმავლობაში” - ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 სექტემბრისთვის