ბაიდენმა პუტინს უწოდა რაციონალური მოთამაშე, რომელიც შეცდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უწოდებს რაციონალურ მოთამაშეს, თუმცა, მიიჩნევს, რომ მან უკრაინაში შეჭრისას თავისი შესაძლებლობები ვერ გათვალა. ამის შესახებ ბაიდენმა განაცხადა ამერიკულ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.
აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, პუტინი შეცდა, როცა ეგონა, რომ კიევი დედა რუსეთის სახლია და უკრაინელები ხელგაშლილი შეხვდებოდნენ და ჩაიხუტებდნენ.
რაც შეეხება რუსეთის მუქარას ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ, ბაიდენის განცხადებით, არ ჰგონია, რომ პუტინი ამას გააკეთებს. შეკითხვას, როგორი იქნება აშშ-ის რეაქცია, თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ჯო ბაიდენმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე უპასუხა, რომ თავდაცვის სამინისტროს ყველა ვარიანტი შემუშავებული აქვს.
სიახლეები
- თეირანში ღამით მომხდარი აფეთქებების შედეგად, ექვსი ბავშვი დაიღუპა
- ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
- ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
- 6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
