"უკრაინის კონტრშეტევა რომ წარმატებული იყოს, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწევდა"
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, კიევის მიმდინარე კონტრშეტევა რომ წარმატებული იყოს, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწევდა.
„თუ წარმოვიდგენთ, რომ ნატოს მხარდაჭერით მიმდინარე უკრაინელი ბანდერების კონტრშეტევა წარმატებული იყო და მათ ჩვენი მიწის ნაწილი წაგვართვეს, მაშინ, რუსეთის პრეზიდენტის 06/02/2020 ბრძანებულების წესების შესაბამისად, ბირთვული იარაღის გამოყენება მოგვიწევდა", - აღნიშნა მედვედევმა.
მისი თქმით, რუსი სამხედროები, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების მოგერიებით, არა მხოლოდ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ ხელს უშლიან გლობალური კონფლიქტის გაღვივებას.
"ამიტომ, ჩვენმა მტრებმა ჩვენი ჯარისკაცებისთვის უნდა ილოცონ. ისინი არ უშვებენ მსოფლიო ბირთვული ცეცხლის გაჩაღებას", - აღნიშნა მედვედევმა.
სიახლეები
- "მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ" - ბაჩო ახალაია
- "კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში" - ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
