"რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დემონტაჟი, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა"
სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დაშლა, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვრის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე განაცხადა.
“რუსეთმა შავი ზღვა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენა… ახლო აღმოსავლეთში ომისა და ქაოსის გასაჩაღებლად - კერძოდ, სირიაში… ყირიმის მიტაცებით დაიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინაში მთელი ევროპის წინააღმდეგ…
24 თებერვალს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებით რუსეთმა ჩვენი რეგიონისა და შავი ზღვის იარაღად გარდაქმნა სცადა, და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. აგრესორს ჩვენი პორტების ბლოკადა და ჩვენი პორტებისა და საერქსპორტო ინფრასტრუქტურის გამიზნული განადგურება სჭირდებოდა, რათა სურსათის გლობალური ბაზარი გაენადგურებინა და ამით მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში ახალი ქაოტური აფეთქებები გამოეწვია…
და მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, სახელმწიფოსა და ხალხის, ვისი ქმედებები ეხმარება საერთაშორისო წესრიგის დაცვას და მსოფლიოსთვის მეტი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია მოაქვს. და მადლობას ვუხდი ჩვენს მეზობლებს რეგიონში - თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთსა და მოლდოვას - გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი მშვიბოდის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დემონტაჟი, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს და კავკასიაში ყველა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მეტ გარანტიას შექმნის,” - განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი