"დასავლეთი მზადაა ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს"
დასავლეთი მზადაა ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს. მესმის, გასაგები მიზანია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ინტერვიუში განაცხადა.
„რაში მდგომარეობს სტრატეგიული ჩიხი? დასავლეთი მზადაა ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს და პეკინს არ გაუჩნდეს ბირთვული სატელიტი მოსკოვის სახით, რასაც ისინი შესაძლებლად მიიჩნევენ რუსეთის სრული მარცხის შემთხვევაში. მესმის, გასაგები მიზანია, მაგრამ ამის მისაღწევად სხვა გზებიც არსებობს, ხოლო უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია. მეორე მიზეზია ჩვენი პოლიტიკური კლასის და ხელმძღვანელობის სიბრიყვე და კორუფცია, მესამე კი პატრიოტული სურათი, რომელიც ხელოვნურად შექმნეს და რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილიდან
- "40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის"
- "სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს, ის არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, პლურალიზმია"
- "კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან" - ალეკო ელისაშვილი
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია
