"განადგურებული ღაზა შეიძლება პროპორციულად უარესი იყოს, ვიდრე გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს" - ჯოზეფ ბორელი
განადგურებული ღაზა შეიძლება პროპორციულად კიდევ უფრო უარესი იყოს, ვიდრე გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.
როგორც ბორელი აღნიშნავს, სიტუაცია ღაზაში არის კატასტროფული და აპოკალიფსური.
„„ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე ისრაელის სამხედრო პასუხს მოჰყვა წარმოუდგენელი რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი“, – აცხადებს ბორელი.
როგორც ბორელმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული სისხლიანი თავდასხმის შედეგად მათ ევროკავშირის ტერორისტთა სიაში დაიმკვიდრეს ადგილი, ისრაელის სამხედრო ოპერაცია არაპროპორციულია მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალებისა და ინფრასტრუქტურის ნგრევის თვალსაზრისით.
„ადამიანების ტანჯვა წარმოადგენს უპრეცედენტო გამოწვევას საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილიდან
- "40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის"
- "სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს, ის არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, პლურალიზმია"
- "კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან" - ალეკო ელისაშვილი
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია
