"რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"
რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დასავლეთ ევროპელი ლიდერების, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ კითხვაზე, რომ სანქციების გამკაცრება რუსეთს ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებისკენ აიძულებდა, პესკოვმა განაცხადა, რომ მხოლოდ ლოგიკასა და არგუმენტებს შეეძლო რუსეთის მოლაპარაკებისკენ იძულება.
„დაველოდოთ და ვნახოთ, რა ფორმით იქნება მიღებული. ეჭვი არ გვეპარება, რომ ის მიღებული იქნება ევროპელების ზოგადი განწყობის გათვალისწინებით, რომელიც საკმაოდ მძვინვარე და მილიტარისტულია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე გამოვიმუშავეთ გარკვეული წინააღმდეგობა და უკვე ვისწავლეთ, თუ როგორ შევამციროთ ასეთი პაკეტების შედეგები. ამიტომ ეს ყველაფერი დამატებით მუშაობას მოითხოვს; საბოლოო ჯამში, მსოფლიო ამ სანქციების გარშემო არ ბრუნავს. ჩვენ შედეგებს მინიმუმამდე დავაყვანთ“, – აღნიშნა პესკოვმა.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
