“კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში 1,9 მილიონ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს” - CNN
კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში 1,9 მილიონ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
იაპონიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ევაკუაციის ბრძანება გასცა, რაც 1,905,596 ადამიანსა და 21 პრეფექტურას მოიცავს, მათ შორის, ჰოკაიდოს, კანაგავასა და ვაკაიამას პრეფექტურებს.
კუნძულ ჰოკაიდოზე გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის, რადგან ცუნამის პირველმა ტალღებმა კუნძულს უკვე მიაღწია, თუმცა ტალღების სიმაღლე მცირეა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე 30-დან 50 სანტიმეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები ფიქსირდება.
ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაიცა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსა და ჰაივაიზე, სადაც გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ჰავაის დედაქალაქ ჰონოლულუს მერმა, რიკ ბლანგიარდიმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, დღეს რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც 4 მეტრის სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.
სიახლეები
- ,,ერთი „სტრატეგია აღმაშენებელია“ ახალი სახე და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი"- ირაკლი ზარქუა
- ,,ირანი მეზობელ ქვეყნებს თავს არ ესხმის”- ქაზემ გარიბაბადი
- აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი ირანმა უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა
- კანადის პრემიერი ირანზე თავდასხმებში მონაწილეობაზე - კატეგორიულად ვერასდროს გამოვრიცხავ
- დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
