რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ოლქში ტურისტული ბაზა დაბომბეს, არის მსხვერპლი
სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც დღეს დილით რუსეთის ჯარებმა დაბომბეს დასასვენებელი ბაზის ტერიტორია. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.
ტურისტული დასასვენებელი ბაზა ქალაქ ზაპოროჟიეს მახლობლად მდებარეობს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ბაზის ტერიტორიაზე დაზიანებულია 9 ერთსართულიანი სახლი. ხანძარი გაჩნდა ხუთ ადგილზე. დამწვარია ავტომობილებიც.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა დასასვენებელი ბაზის ტერიტორიას საავიაციო ბომბებით, სულ მცირე, ოთხჯერ დაარტყეს.
რუსეთს უკრაინის ამ რაიონის დაბომბვის შესახებ არაფერი უთქვამს.
სიახლეები
- ,,ერთი „სტრატეგია აღმაშენებელია“ ახალი სახე და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი"- ირაკლი ზარქუა
- ,,ირანი მეზობელ ქვეყნებს თავს არ ესხმის”- ქაზემ გარიბაბადი
- აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი ირანმა უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა
- კანადის პრემიერი ირანზე თავდასხმებში მონაწილეობაზე - კატეგორიულად ვერასდროს გამოვრიცხავ
- დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
