აშშ და რუსეთი უკრაინის მოლაპარაკებებში დელეგაციების დონის გაზრდას განიხილავენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განიხილეს მოლაპარაკებებში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების დონის ამაღლების შესაძლებლობა,- ამის შესახებ რუსეთის ლიდერის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან პრეზიდენტ პუტინს დაურეკა და რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება დაიწყო.
როგორც უშაკოვმა აღნიშნა, პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი 40 წუთს გაგრძელდა.
“სატელეფონო საუბრის დროს, ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების მიმართ მხარდაჭერა გამოთქვეს. კერძოდ, განიხილეს იდეა, რომ აუცილებელი იქნება შესწავლილ იქნეს უკრაინული და რუსული მხარეების წარმომადგენლების დონის ამაღლების შესაძლებლობა, ანუ იმ წარმომადგენლების, რომლებიც მონაწილეობენ ზემოაღნიშნულ პირდაპირ მოლაპარაკებებში“, – განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.
სიახლეები
- იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
- ,,როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სამწუხაროდ, BBC-ის შემთხვევაშიც ვხედავთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის მცდელობას” – ნინო წილოსანი
- 2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ირაკლი კუპრაძეს მინდა ვუთხრა: თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ბოდიში!"- ალეკო ელისაშვილი
