ოდესისა და სუმის ოლქებზე მასშტაბური თავდასხმები იყო
უკრაინის ოდესის ოლქში რუსული დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა საწვავისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე, იტყობინება უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური.
„ღამით რუსეთმა კვლავ მასირებული თავდასხმა განახორციელა რეგიონზე სადესანტო უპილოტო საფრენი აპარატებით. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაშავდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
იზმაილის რაიონის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაშვებული „შაჰედის“ ტიპის რაკეტებით პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
12 დაშავებულის შესახებ იტყობინება უკრაინის პოლიცია, რუსეთთან საზღვართან მდებარე სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაზე განხორციელებული მასიური დაბომბვის შედეგად. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, 13 კერძო სახლი და სხვა დამხმარე შენობები.
რუსული არმია სხვადასხვა ტიპის იარაღით რეგულარულად ესხმის თავს უკრაინის რეგიონებს. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ გამიზნულად ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს.
უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამგვარ თავდასხმებს ომის დანაშაულებს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი მიზანმიმართულად ხორციელდება.
სიახლეები
- ,,მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და გეგმას"- ირაკლი კობახიძე
- ,,დარწმუნებული ვარ, არც ჩვენი ამომრჩეველი და არც სხვა ნორმალური ადამიანი თვალს არ ადევნებს, ეს ადამიანები როდის გაერთიანდებიან, როდის დაუპირისპირდებიან და ეჩხუბებიან ერთმანეთს"- ნინო წილოსანი
- ჩინეთში, 14 წლის სტუდენტმა სახლში თვითმფრინავის ძრავი ააწყო
- თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვა დაამტკიცა
