„ჰამასი“ ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის მცდელობების იგნორირებაში ადანაშაულებს

ისრაელის მიერ ღაზას ქალაქის აღების ოპერაცია ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და პატიმრების გაცვლის შუამავლების ძალისხმევის უგულებელყოფაა, – ამის შესახებ პალესტინურმა მოძრაობა „ჰამასმა“ განაცხადა.

მანამდე, გამოცემა „იერუსალიმ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზას ქალაქზე შეტევა დაიწყეს და მის გარეუბნებს აკონტროლებენ.

 

„[ისრაელის] ტერორისტული არმიის მიერ ღაზას ქალაქისა და მისი დაახლოებით ერთი მილიონი მაცხოვრებლისა და იძულებით გადაადგილებული პირის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შესახებ განცხადება და ომის დამნაშავე [ისრაელის პრემიერ-მინისტრის] ნეთანიაჰუს განზრახვა, ხვალ დაამტკიცოს ეს, წარმოადგენს… შუამავლების მიერ აგრესიის დასრულებისა და პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმების მისაღწევად გაწეული ძალისხმევის უგულებელყოფას“, – ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.

 

ოთხშაბათს, 20 აგვისტოს ისრაელის სახელმწიფო მაუწყებელმა „კანმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ღაზას ქალაქის აღების ოპერაცია დაამტკიცა. მაუწყებლის ცნობით, გეგმა ხუთშაბათს, 21 აგვისტოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და კაბინეტს დასამტკიცებლად წარედგინება. ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზას აღების ოპერაციისთვის მოსამზადებლად დაახლოებით 60 000 რეზერვისტი გააგზავნეს. ისრაელის არმიის რადიო „გალეი ცაჰალის“ ცნობით, ოპერაცია 2026 წლამდე გაგრძელდება და მანევრების პიკში 130 000-მდე რეზერვისტი იქნება ჩართული.

წაკითხვა 56 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 21 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.