პროტესტის შედეგად ნეპალის მთავრობამ უკან დაიხია, სოციალურ ქსელებს აღარ აკრძალავენ
ნეპალის კოალიციურმა მთავრობამ, რომელსაც კომუნისტი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, სოციალური ქსელების აკრძალვა გადაიფიქრა. ამ შედეგს ნეპალელებმა, ძირითადად, ახალგაზრდებმა მიაღწიეს საპროტესტო გამოსვლებით. 8 სექტემბერს, მასობრივი არეულობების შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა.
დღის ბოლოს ადგილობრივი პრესით გავრცელდა ნეპალის კომუნიკაციების მინისტრის განცხადება, რომ სოციალური ქსელების აკრძალვის გაუქმების გადაწყვეტილება მიღებულია „თაობა Z-ის მოთხოვნის პასუხად”.
ნეპალში სოციალური ქსელები აიკრძალა მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ მთავრობას დაავალა 20-ზე მეტი პლატფორმის დაბლოკვა, თუ ისინი ერთი კვირის ვადაში არ დარეგისტრირდებიან კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროში და კონტენტის მონიტორინგს არ დასთანხმდებიან. არცერთმა პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა დარეგისტრირება არ მოისურვა.
ნეპალის ხელისუფლებამ სოციალური ქსელებისადმი მოთხოვნა ახსნა ფეიკებთან, სიძულვილის გაღვივებასა და ონლაინ-თაღლითობასთან ბრძოლის აუცილებლობით.
პოლიციელებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ადგილობრივი პოლიციის თანახმად, არეულობების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა კატმანდუში და 2 - ქალაქ იტაჰარში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კატმანდუს იმ რაიონში, სადაც პარლამენტის შენობაა, კომენდანტის საათი გამოაცხადა.
სიახლეები
- ჩინეთში, 14 წლის სტუდენტმა სახლში თვითმფრინავის ძრავი ააწყო
- თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვა დაამტკიცა
- ,,აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე"- კახა კალაძე
- ,,მოდი, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც „შემიკერეთ“- ალეკო ელისაშვილი
- ,,ჩვენ უკვე დიდი ხანია, “კალასებს” და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ; ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ხალხს” – გურამ მაჭარაშვილი
