NATO პოლონეთში რუსული დრონების შეჭრას ალიანსზე თავდასხმად არ მიიჩნევს
ნატო-ს განცხადებით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული უპილოტო საფრენი აპარატები ალიანსზე თავდასხმად არ ითვლება.
ალიანსმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ პოლონეთთან და სიტუაციას აკვირდებიან, თუმცა ინტერვენციის მოცულობა მხოლოდ ეროვნულ სუვერენიტეტზე საფრთხის არსებობის შემთხვევაში იქნება განხილული.
ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წევრი ქვეყნები განაგრძობენ ევროპაში საჰაერო სივრცის დაცვას და უკრაინის მხარდაჭერას, თუმცა მმართველი ორგანოების შეფასებით, აღნიშნული ინციდენტი არ წარმოადგენს კოლექტიური თავდასხმის საფუძველს.
გავრცელებული ცნობით, ნატო-ს Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა, რადარების მეშვეობით, დრონები აღმოაჩინეს და მათ წინააღმდეგ იმოქმედეს.
“ნატო-ს საჰაერო თავდაცვამ ხელი შეუწყო პოლონეთის საჰაერო სივრცეში ღამით შემოჭრილი დრონების წინააღმდეგ ბრძოლას და ალიანსის გენერალური მდივანი მარკ რუტე ვარშავასთან კონტაქტზეა”,- განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა.
სიახლეები
- ჩინეთში, 14 წლის სტუდენტმა სახლში თვითმფრინავის ძრავი ააწყო
- თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვა დაამტკიცა
- ,,აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე"- კახა კალაძე
- ,,მოდი, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც „შემიკერეთ“- ალეკო ელისაშვილი
- ,,ჩვენ უკვე დიდი ხანია, “კალასებს” და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ; ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ხალხს” – გურამ მაჭარაშვილი
