,,ჰამასმა” ღაზაში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკავებული მძევლების გათავისუფლება დაიწყო
,,ჰამასმა” დილით დარჩენილი მძევლების გათავისუფლების პროცესი დაიწყო, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
,,ჰამასმა” შეასრულა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში ,,დამანგრეველი კამპანია” შეწყვიტეს და 48 ცოცხალი და გარდაცვლილი მძევალი გაათავისუფლეს.
მედიის ცნობით, შეთანხმების შემდეგ ეტაპზე, შვიდი ცოცხალი მძევლისგან შემდგარი პირველი ჯგუფი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს გადასცეს, რის შემდეგაც ისინი ისრაელის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანენ — ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმებისა და ოჯახის წევრებთან შეხვედრისთვის.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ მძევლების გადაცემის პროცესი ორ ეტაპად დაიყოფა და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო
