“აშშ-მა ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდაში ჩართული ორი გემი დაბომბა’ - პიტ ჰეგსეტი
ამერიკის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების კონტრაბანდაში ჩართული ორი გემი დაბომბა.
“გუშინ, პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, ორი სასიკვდილო დარტყმა განხორციელდა ორ გემზე, რომლებსაც ტერორისტული ორგანიზაციები მართავდნენ. ჩვენი დაზვერვისთვის ეს გემები ცნობილი იყო, როგორც ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდასთან კავშირში, მათ გადაჰქონდათ ნარკოტიკები და აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში ნარკოტრეფიკის ცნობილი სატრანზიტო მარშრუტით მოძრაობდნენ.
ორივე დარტყმა განხორციელდა საერთაშორისო წყლებში და თითოეულ გემზე 3 ნარკოტერორისტი იმყოფებოდა. ექვსივე მათგანი დაიღუპა. აშშ-ის ძალებიდან არავინ დაშავებულა”.
სიახლეები
- სამართალდამცველებმა ორგანიზებული ნარკოდამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინეს
- იტალიაში სიცხემ ელექტროენერგიის პრობლემები შექმნა
- რუმინეთში რუსული დრონი ჩამოვარდა
- ქუთაისში „ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია
- ,,ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო"- რომან გოცირიძე
