მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა
მოსკოვის სასამართლომ რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლ ქართველს, გურამ ბერუაშვილს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
„მოსკოვის პროკურატურის სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, 48 წლის ქართველ დაქირავებულ მებრძოლ გურამ ბერუაშვილს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა, საიდანაც პირველი რვა წელი ციხეში, ხოლო დარჩენილი დრო მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს“, - ნათქვამია მოსკოვის პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბერუაშვილი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის მუხლებით, რომელიც ეხება შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული პირის მონაწილეობას, რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის კონტრაბანდას, ტერორისტულ თავდასხმას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის უკანონო გადაზიდვას, ტარებასა და შენახვას.
რუსული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წელს ბერუაშვილი უკრაინაში ჩავიდა, სადაც ანაზღაურების მიღების მიზნით შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა.
„2024 წლის აგვისტოში, ის, კალაშნიკოვის ავტომატითა და საბრძოლო მასალით შეიარაღებული, კურსკის ოლქში შევიდა, სადაც შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის კანონიერ საქმიანობას“, - აცხადებენ მოსკოვის პროკურატურაში.
სიახლეები
- ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის
- 12 ნოემბერი „მილიონერის ასპექტის“ დღეა
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ვალდებულება აქვს BBC-ს უჩივლოს
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის გაზრდა იგეგმება და ნაცვლად 4 წლისა, 6 წელი გახდება
- ,,ან ნაკლებად გამოცდილია, ასეთ შეცდომას რომ უშვებს, ან კიდევ მავნებელი ელჩების მეტი რა ვნახეთ"- ირაკლი ზარქუა
