ისრაელის იერიში ბეირუთზე – ლიკვიდირებულია ,,ჰეზბოლას” მეთაური
ისრაელის ავიაციამ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, ჰარეთ ჰრეიკის რაიონში, მიზანმიმართული დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მაღალი რანგის სამხედრო ლიდერი,- ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, იერიში მიმართული იყო ორგანიზაციის საინჟინრო და ოპერატიული სტრუქტურების პასუხისმგებელ პირებზე.
“ჰეზბოლამ” ოფიციალურად დაადასტურა მაღალი რანგის მეთაურის სიკვდილი, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე ათეული დაიჭრა. დარტყმამ საცხოვრებელი შენობების დაზიანებაც გამოიწვია.
როგორც მედია წერს, ოპერაცია გახდა პირველი მსხვილი დარტყმა ბეირუთზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.
გავრცელებული ცნობებით, ბოლო კვირებში “ჰეზბოლამ” სირიიდან ლიბანში ასობით რაკეტა შეიტანა, ისრაელთან ბრძოლისას დაზიანებული რაკეტის გამშვები ობიექტები აღადგინა და ათასობით ახალი წევრი მიიღო.
სიახლეები
- 13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
- ,,ფაქტია, რომ ევროკავშირი განზე დგას ყველანაირი პროცესისგან, რომელიც მსოფლიოსთვის შეიძლება, პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს"- გიორგი ვოლსკი
- ,,დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს მწვანე შუქი აუნთო"-ლინდსი გრემი
- აშშ ტოვებს 66 საერთაშორისო ორგანიზაციას
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
