ძლიერმა წვიმამ აზიაში 900-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
ძლიერმა წვიმამ აზიაში მასშტაბური წყალდიდობები და მეწყერი გამოიწვია, რასაც 900-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ციკლონის შედეგად გამოწვეულმა ძლიერმა წვიმამ ინდონეზიის, ტაილანდის, მალაიზიისა და შრი-ლანკას ნაწილები დააზარალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინდონეზიაში სულ მცირე 435 ადამიანი დაიღუპა, შრი-ლანკაში - 334, ტაილანდში - 162 და მალაიზიაში - 2.
ინდონეზიის სამაშველო ჯგუფები სუმატრას ყველაზე მეტად დაზარალებულ ტერიტორიებამდე მისვლას ცდილობენ, სადაც ციკლონმა „სენიარმა“ კატასტროფული მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია.
მთავრობის მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 435 ადამიანი. კიდევ 406 კი დაკარგულად ითვლება.
სამხრეთ ტაილანდში სულ მცირე 162 ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში, დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა. ხელისუფლებას პაციენტები ვერტმფრენებით გადაჰყავს და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარაგები, მათ შორის ჟანგბადის ცილინდრები, წყალდიდობით დაზარაოლებულ თემებში გადააქვს.
შრი-ლანკის კატასტროფების მართვის ცენტრის ანგარიშის თანახმად, შტორმის შედეგად სულ მცირე 334 ადამიანი დაიღუპა და 1.1 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. გავრცელებული ინფირმაციით, 25 000-ზე მეტი სახლი განადგურდა და 147 000 ადამიანი იძულებული გახდა დროებით თავშესაფრებში გადასულიყო.
მალაიზიაში ორი ადამიანის დაღუპვა დადასტურდა მას შემდეგ, რაც ქვეყანას პარასკევს ტროპიკული შტორმი „სენიარი“ დაატყდა თავს. შტორმის წინ დაახლოებით 34 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
სიახლეები
- მადრიდში საპროტესტო აქცია გაიმართა პრემიერ-მინისტრ სანჩესის გადადგომის მოთხოვნით
- ,,უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე, როგორც ჩანს, ეს ომი დასასრულს მიუახლოვდა"- შალვა პაპუაშვილი
- 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ხელფასები იზრდება
- პირველი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ
