რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა
რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის კიევზე, მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. დედაქალაქზე იერიშის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. კიდევ 96 ადამიანი დაშავებულია.
უკრაინის საგანგებო სამსახურების ცნობით, კიევში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. სამაშველო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე გრძელდება.
ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად მსხვერპლი დაფიქსირდა სხვა რეგიონებშიც, მათ შორის დნიპროში. დაიღუპა 5 ადამიანი, 16 კი დაშავდა.
სიახლეები
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე
- პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა
