დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ კენიის სამხედრო ბაზას დაესხა თავს, რა დროსაც თავდაცვის ძალებმა 4 ტერორისტი მოკლეს
კენიის სამხედრო ბაზაზე დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ თავდასხმის დროს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა, 4 ტერორისტი მოკლეს.
ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სომალიში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-შაბააბის“ წევრები კენიაში მდებარე სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს, სადაც აშშ-ის სამხედრო შენაერთებიც იმყოფებიან.
კენიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ტერორისტების თავდასხმა მოიგერიეს, რა დროსაც 4 თავდამსხმელი მოკლეს. მოგვიანებით, „ალ-შაბააბმა“ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო.
შეგახსენებთ, რომ დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდასთანაა“ დაკავშირებული და წლებია აფრიკის ქვეყნებში ტერორისტულ აქტებს აწყობს.
სიახლეები
- ,,აშშ-ს შეუზღუდავი იარაღის რეზერვები აქვს'' - ტრამპი
- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ შურს იძიებდა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილისთვის
- აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგო
- “სააკაშვილის და “ნაცების” ჟრიამული – „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ – წილოსანი
- ლარი გაუფასურდა
