თეთრმა სახლმა ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა კონგრესს სოლეიმანიზე თავდასხმის შესახებ
თეთრმა სახლმა ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა კონგრესს იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით 3 იანვარს დრონით თავდასხმის შედეგად მოკლეს ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაური, ყასემ სოლეიმანი, რომელიც იმ დროს ერაყში ჩაფრინდა.
როიტერსს მოჰყავს კონგრესის მრჩევლის სიტყვები, რომ შეტყობინება გაეგზავნა კონგრესს აშშ-ის 1973 წლის კანონის შესაბამისად, რომელსაც „ომის უფლებამოსილების რეზოლუცია“ ან „ომის უფლებამოსილების აქტი“ ეწოდება, და რომელიც პრეზიდენტის მიერ შეიარაღებული ძალების ამოქმედების პირობებს განსაზღვრავს.
კანონი პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მოითხოვს, 48 საათის განმავლობაში აცნობოს კონგრესს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებაში მოყვანის შესახებ ან დაგეგმილი ოპერაციის თაობაზე.
დემოკრატიული პარტიის წევრმა კანონმდებლებმა შეუტიეს ტრამპს რადგან მან არ მოითხოვა კონგრესისგან წინასწარი თანხმობა, ან არ შეატყობინა მას თავდასხმის თაობაზე და გამოთქვეს შეშფოთება, რომ ამ აქციამ აშშ შეიძლება ირანთან ომამდე მიიყვანოს.
თეთრს სახლს ანგარიშის შესახებ ცნობის გარშემო კომენტარი არ გაუვრცელებია, მოელოდნენ, რომ ეს კვირის ბოლოს მოხდებოდა.
მოელოდნენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას უნდა განემარტა ვითარება, რომელი უწყება წარმართავდა თავდასხმას, ასევე ის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა სამხედრო მისია.
ტრამპმა განაცხადა, რომ თავდასხმის განკარგულება გასცა, რათა „ომი შეეჩერებინა“ და რომ სოლეიმანი „გარდაუვალი და სასტიკ“ თავდასხმებს გეგმავდა აშშ-ის ინტერესების და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
62 წლის სოლეიმანი ირანის „ყუდსის ძალების“ სარდალი იყო. ეს ძალები ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ნაწილია, რომელიც უცხოეთში მოქმედებს. „გვარდია“ აშშ-ს უცხოეთის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
