რატომ ამბობს უკრაინა უარს ირანის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციაზე
“რატომ განაცხადა უარი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებისთვის, ირანის მთავრობის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციის ოდენობაზე, რას ნიშნავს ზელენსკის სიტყვები „ჩვენ მეტს მოვითხოვთ", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ ამბობს უკრაინა უარს ირანის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციაზე
"როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, ირანმა კიევს თვითმფრინავის ჩამოგდების კომპენსაციის მიზნით, თითო ოჯახისთვის 80 ათასი აშშ დოლარი შესთავაზა, რაზეც კიევი არ დასთანხმდა, მისი თქმით, ადამიანის სიცოცხლე ფულით არ იზომება, თუმცა მეტს მოითხოვენ. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა ყოფილა, თუმცა ქვეყნებს შორის დიალოგისას და საკონპენსაციო თანხის გადახდისას საერთაშორისო ჩარევა არ დასჭირვებია”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ბუნებრივია, ირანის მთავრობა ვალდებულია, რომ თითოეულ დაზარალებულ ოჯახს კონპენსაცია გადაუხადოს, თანხები სხვადასხვა ქვეყანას ასეთი შემთხვევებისას სხვანაირად აქვს გამოყოფილი, ირანს როგორც ჩანს 80 დან 100 ათას დოლარამდე აქვს გამოყოფილი, ამ თანხების გადახდა მხოლოდ იმ ქვეყანას ეკუთვნის, რომელიც დამნაშავეა და ირანმა დანაშაული აღიარა, უნებლიე იყო თუ სხვა რამ, ეს სხვა საკითხია. მეორე საკითხია ის, რომ დამზღვევ კომპანიებსაც ეკუთვნით (ვინც ამ მგზავრებს აზღვევდა) თანხის გადახდა და ბუნებრივია, უშუალოდ უკრაინელებმაც შესაძლოა თავიანთ მოქალაქეების მიმართ განახორციელონ საკონპენსაციო თანხის გადახდა, თუმცა ამ თვითმფრინავში თუ არ ვცდები უკრაინის 12 მოქალაქე იყო, რაც შეეხება ირანის მოქალაქეებს, მათზე ალბათ ირანი იზრუნებს და კონპენსაციასაც გადაუხდის”, - განაგრძობს გამოცემა.
"რა თანხაზე დათანხმდება უკრაინა, ეს უკვე ირანსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების საგანია, როდესაც ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, ძალიან ცინიკური და რთულია იმაზე ლაპარაკი, თუ რა თანხა ეკუთვნის დაღუპულის ოჯახს. პრაქტიკაში ასეთი რამ იყო - 2000-იან წლებში უკრაინელებმა რუსული თვითმფრინავი, თუ არ ვცდები ყირიმის მიდამოებში ჩამოაგდეს, უკრაინის C-200-მა რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსმა შემთხვევით რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, მაშინ უკრაინის ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ კომპენსაცია გადაეხადა, რამდენადაც ვიცი ამ დროს დაზარალებული ოჯახებისთვის გადახდილ კომპენსაციას არავითარი მსგავსი რამ არ გამოუწვევია და საერთაშორისო სასამართლომდე არ მისულა საქმე. კიდევ ასეთი ფაქტი იყო, რომ ამერიკელებმაც სპარსეთის ყურესთან ირანული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ამ შემთხვევაშიც ამერიკულმა მხარემაც გადაიხადა კომპანსაცია და არც ეს არ გახდა მსჯელობის საგანი" - განაცხადა მან. 8 იანვარს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" „ბოინგ 737"-მა თეირანის აეროპორტთან, აფრენიდან რამდენიმე წუთში კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 176 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე დღის შემდეგ, ირანმა აღიარა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება შეცდომით მოხდა”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი