"გზაზე ნუ გადაგვეღობებით“ - ერდოღანმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა
"თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, სირიის პროვინციაში თურქი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო, უკიდურესად აღშფოთებულია, შურისძიებას აპირებს და რუსეთს მოუწოდებს, რომ ამაში ხელი არ შეუშალონ წინ არ გადაეღობონ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "გზაზე ნუ გადაგვეღობებით“ - ერდოღანმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა
"3 თებერვალს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სირიაში იდლიბის პროვინციაში რამდენიმე თურქი სამხედროსა და მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. ინციდენტი 2 თებერვალს მოხდა. თურქული მხარის ინფორმაციით, მათ პოზიციები სირიის პრეიზდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერმა ძალებმა დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა 5 თურქი სამხედრო და 3 ასევე თურქი სამოქალაქო პირი. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სანამ" თურქი ჯარისკაცების გარდაცვალებაში სირიის არმიის მონაწილეობა დაადასტურა. მათი თქმით, ცეცხლი გახსნილი იყო ტერორისტული დაჯგუფების წევრთა მიმართულებით, რომლებიც უკან იხევდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ამ ინციდენტს მაშინვე მოჰყვა ერდოღანის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მან 3 თებერვალს განაცხადა, რომ თურქეთის არმიამ საპასუხოდ 40 სამიზნე წერტილზე მიიტანა იერიში და 30-35 სირიელი სამხედრო განეიტრალდა. სირიის სამთავრობო ძალებზე თურქების საპასუხო საავიაციო და საარტილერიო დარტყვები ახლაც გრძელდება და ოფიციალური მონაცემებით, თურქეთის არმიამ 54 სამიზნე ობიექტი დაბომბა, რასაც 76 სირიელი ჯარისკაცი შეეწირა. გარდა ამისა, ერგოღანმა, რომელიც ამჟამად ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება, პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა ასადის მთავარ მოკავშირე რუსეთს”, - განაგრძობს გამოცემა.
"ჩვენი საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელები რუს კოლეგებთან კონტაქტში არიან. ჩვენს რუს კოლეგებამდე მივიტანეთ სიგნალი - „გზაზე ნუ გადაგვეღობებით", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. თავად რუსი ანალიტიკოსების შეფასებით, ოფიციალური მოსკოვი ძალიან რთულ სიტუაციაშია, რადგან, ერთის მხრივ, ასადის მხარდაჭერის გაგრძელება და ამის პარალელურად თურქეთთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი