3700-მდე ადამიანი ორ კვირას კარანტინში გაატარებს გემზე, რომელზეც კორონავირუსი დაავადებულები აღმოაჩინეს
დაახლოებით 3700 ადამიანი ორ კვირას დახურულ კარანტინში გაატარებს საკრუიზო ლაინერზე იაპონიის ნაპირებთან. მანამდე გემზე ახალი კორონავირუსით დაავადებული მგზავრები აღმოაჩინეს. როგორც იტყობინებიან, კარანტინის პერიოდში ყველას უზრუნველყოფენ უფასო წვდომით ინტერნეტზე და ტელეფონზე.
მედიკოსებმა დაადასტურეს, რომ ახალი ტიპის პნევმონიით დაავადებულია გემზე მყოფი, სულ მცირე, ათი ადამიანი. ყველანი ევაკუირებული არიან სანაპირო დაცვის კატარღებით და ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. იტყობინებიან, რომ მათი მდგომარეობა ნორმალურია.
ლაინერი Diamond Princess-ი 3 თებერვალს დააყენეს კარანტინზე იაპონიის პორტ იოკოჰამაში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჰონ-კონგელ ტურისტს, რომელიც კრუიზის დასრულებამდე ჩავიდა გემიდან, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ლაინერზე შემოწმება ჩაუტარეს დანარჩენ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს.
5 თებერვლისთვის მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპით, რომელიც ჩინეთის პროვინცია ჰუბეიდან გავრცელდა, გარდაცვლილია თითქმის 500 ადამიანი, დაავადებულია 24 ათასზე მეტი. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 65 ადამიანი, რაც ეპიდემიის სარეკორდო რაოდენობაა.
იანვრის ბოლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიო მასშტაბით საგანგებო ვითარება გამოაცხადა ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
