მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 36 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 83 045-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 36 574-ს აღწევს.
ფატალურმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო ჩინეთში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ 70 ფატალური შემთხვევაა დადასტურებული, აქედან : 26 - ირანში, 17- იტალიაში, 13 სამხრეთ კორეაში, 8 - იაპონიაში, 2-2 - ჰონგ-კონგსა და საფრანგეთში, თითო შემთხვევა კი ფილიპინებსა და ტაივანში დაფიქსირდა.
რაც შეეხება ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებს, მსოფლიოში ვირუსით 83 045 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 78 824 ჩინეთში, დანარჩენი კი - მის ფარგლებს გარეთ.
დაინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ნიგერიასა და ლიეტუვაში. ნიგერიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტი იტალიის მოქალაქეა, რომელიც ნიგერიაშია დასაქმებული და მილანიდან 25 თებერვალს დაბრუნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ლიეტუვას, კორონავირუსი ქალბატონს გამოუვლინდა, რომელიც იტალიის ქალაქ ვერონადან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. პაციენტს ვირუსის სუსტი სიმპტომები აღენიშნება.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
